მარიამ ლობჟანიძე

“მე ვარ მარიამი, თუმცა ჩემს გარშემო ყველა ადამიანი, ოჯახის წევრების გარდა, ფრიდას მეძახის. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, შესაბამისად ის ოდნავი სევდა, რომელიც ჩვენს ქალაქს აჩრდილივით სულ თან დაყვება, არც მე მშორდება.”

 

“2015 წელს ბაბუა გარდამეცვალა და გადავწყვიტე მასთან დაკავშირებული ყველა მოგონება შემენახა. ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი როდესაც აღმოვაჩინე, რომ მე და ბაბუს ფოტო ერთად არასდროს გადაგვიღია. სწორედ იმ მომენტში გულდაწყვეტილმა შემართებით გადავწყვიტე, რომ ჩემთვის მოგონებებზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამიტომაც, ყოველთვის ყველა მომენტს ვაფიქსირებ და მაშინ, როდესაც შევატყობ, რომ რომელიმე მოგონება გონებაში ფერმკრთალი ხდება, ფოტოებს თვალს გადავავლებ და თითოეულ კადრს აღვიდგენ.”