წესები და პირობები

დაბრუნება

თუ მიწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ-გვერდზე მითითებულ მონაცემებს, შესაძლებელია პროდუქტის გამოცვლა ან თანხის დაბრუნება ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

დაბრუნების პირობები ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას, თქვენ ეთანხმებით დაბრუნების პირობებსაც.

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება? პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • პროდუქტი დაზიანებულია.

რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

  • პროდუქტის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში საჭიროა თანხის დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირება. 

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

  • მოგვწერეთ მოთხოვნა შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: tbilisi.collective@gmail.com და თან დაურთეთ ნივთების ფოტოები.

რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

  • პროდუქტს თან უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (შეფუთვის დეტალები, ჩარჩო და სხვა).

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?

  • თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და საგურამოს მაშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში;
  • რეგიონის მაშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში;
  • ჩვენი წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

  • პროდუქტის დაბრუნებისას 24 საათის ფარგლებში შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის სტატუსის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხა აგინაზღაურდებათ მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.
  • თანხის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებლის იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვით, რა ანგარიშიდანაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

წესები და პირობები

მოცემული დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას Tbilisi Collective-ის ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე.

დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „თბილისი კოლექტივს“ შორის. შპს „თბილისი კოლექტივი“ (ს/ნ 405507731), იურიდიული მისამართი – საქართველო, ქ. თბილისის ვაკის რაიონი, ქუჩა ს. ჩიქოვანი, N 22.

შპს „თბილისი კოლექტივი“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „თბილისი კოლექტივი“.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ეთანხმება წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს. მომხმარებელი ასევე აცხადებს თანხმობას იმისა, რომ მასზე თბილისი კოლექტივის სამართლებრივი ძალა გავრცელდეს.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება მოცემული სამართლებრივი დოკუმენტის შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებ-გვერდი. ამ შემთხვევაში, თბილისი კოლექტივი მომხმარებელს თხოვს შენიშვნები ელ. ფოსტაზე მიაწოდოს. 

დამატებითი კითხვების, პრეტენზიებისა და მოთხოვნების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია თბილისი კოლექტივს ელ. Ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდეს. თბილისი კოლექტივის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე დეტალური პასუხი გასცეს.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

  • თბილისი კოლექტივი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „თბილისი კოლექტივი“, ს/კ 405507731, რეგისტრირებული: საქართველო, ქ. თბილისის ვაკის რაიონი, ქუჩა ს. ჩიქოვანი, N 22.
  • მომხმარებელი – იურიდიული ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს tbilisicollective.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
  • მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლისა და მომსახურების შეთავაზება.
  • რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა.
  • ანგარიში – მომხმარებლის მიერ tbilisicollective.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
  • შპს „ვან დელივერერი“ – საკურიერო კომპანია, რომელიც ახორციელებს tbilisicollective.ge-ზე შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის მიწოდებას.
  • რეგისტრაცია – tbilisicollective.ge-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. მომხმარებელს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და პროდუქტის შეძენამდეც. რეგისტრაციისას, მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
    • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
    • ის არის 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი პირი;
    • ის არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას tbilisicollective.ge-ზე რეგისტრაციის მიზნით;
    • ის არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისთვის;
    • ის არ გამოიყენებს ვებ-გვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
    • ის არ გამოიყენებს ვებ-გვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
    • ის არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
    • ის არ გამოიყენებს მოწყობილობას/პროგრამას, რომლის მიზანია ვებ-გვერდიდან ინფორმაციის მოპოვება ან/და ვებ-გვერდის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
    • ის დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს tbilisicollective.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, თბილისი კოლექტივის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
    • ის არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
    • ის  არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
    • ის არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თბილისი კოლექტივის გამართულ ფუნქციონირებას;
    • ის არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და თბილისი კოლექტივის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდეგ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

თბილისი კოლექტივის პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით, მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას თავის პირად გვერდზე შეძლებს.

თბილისი კოლექტივი უფლებამოსილებას იტოვებს უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „ვან დელივერერი“ (ს/კ: 404636710, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, გიგა ლორთქიფანიძის ქ, # 13 ფ. 2).

მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და შპს „ვან დელივერერი“. საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, თბილისი კოლექტივი მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, (მომხმარებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) მიაწოდებს შპს „დელივერერს“.

თბილისი კოლექტივი მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანია შპს „ვან დელივერერი“-ს, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. თბილისი კოლექტივის პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის მომენტში. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.

შეძენილ პროდუქციას მომხმარებელი მიიღებს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.

მომხმარებლის მიერ თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდიდან შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება 2-5 დღის ვადაში – მოცემული პერიოდი საჭიროა პროდუქტისა და მოთხოვნის შემთხვევაში, ჩარჩოს დასამზადებლად. 

რეგიონში თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 5-7 დღის ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ  თბილისის ტერიტორიაზე ნივთის მიწოდება პროდუქციის შეძენიდან მეორე დღეს მოხდება, საკურიერო მომსახურების ღირებულება იქნება 6.5 ლარი. თუ ნივთის მიწოდება 3-5 დღის ვადაში მოხდება, საკურიერო მომსახურების ღირებულება  შეადგენს 5 ლარს. რეგიონებში საკურიერო მომსახურების ღირებულება შეადგენს 15 ლარს. მიწოდების საფასური გენერირდება პროდუქციის შეძენისას, მისამართის მითითების შემდეგ.

ანგარიშსწორების წესი

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებ-გვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც მომხმარებელი მიუთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

თბილისი კოლექტივს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებული საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

თუ თბილისი კოლექტივი მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, ის უფლებამოსილია შეუზღუდოს მომხმარებელს ვებ-გვერდზე წვდომისა და პირადი ანგარიშით სარგებლობის შესაძლებლობა მომხმარებლის ელ. ფოსტაზე ცალმხრივად გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებლი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს თბილისი კოლექტივის გუნდს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

თბილისი კოლექტივი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას. თუმცა თბილისი კოლექტივი არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

მომხმარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებ-გვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკების გაცნობიერებით.

თბილისი კოლექტივი პასუხისმგებელი არ არის იმაზე, რომ ვებ-გევრდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი. შესაბამისად, თბილისი კოლექტივი არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა სახის პრობლემა.

თბილისი კოლექტივი იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

თბილისი კოლექტივი გამორიცხავს როგორც საკუთარ, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

თბილისი კოლექტივი სასამართლოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მიერ – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა.

შეზღუდვები ვებ-გვერდის გამოყენებისას

ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. თბილისი კოლექტივი მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებ-გვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, თბილისი კოლექტივის სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს თბილისი კოლექტივის კანონით დაცულ ინტერესებს.

მარკეტინგი

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს თბილისი კოლექტივის ელ. ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

საავტორო უფლებები

ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულება ექსკლუზიურად ეკუთვნის თბილისი კოლექტივს.

თბილისი კოლექტივის სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წამოადგენს შპს “თბილისი კოლექტივის” საკუთრებას.

თბილისი კოლექტივის სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, თბილისი კოლექტივის წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს თბილისი კოლექტივის სასაქონლო ნიშანი, ვებ-გვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს თბილისი კოლექტივის რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, თბილისი კოლექტივი უფლებას იტოვებს მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება თბილისი კოლექტივისადმი მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე – ზიანი შესაძლოა მოიცავდეს თბილისი კოლექტივის მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.

ვებ-გვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

თბილისი კოლექტივი პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას თბილისი კოლექტივის საავტორო უფლებები.

 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს თბილისი კოლექტივს ელ. ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში „საავტორო უფლების დარღვევა.“

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის თბილისი კოლექტივის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

მესამე მხარე

თბილისი კოლექტივი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებ-გვერდებთან მიმართებაში, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდზე. სხვა ვებ-გვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, თბილისი კოლექტივი მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებ-გვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყვიტონ წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

ცვლილებები და დამატებები

თბილისი კოლექტივი იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, თბილისი კოლექტივი მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

კონფიდენციალურობის პირობები

თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდზე ვიზიტის დროს მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა პერიოდულად გადაამოწმოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მომხმარებელი, რომელიც თბილისი კოლექტივს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას,თბილისი კოლექტივს ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას  გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს თბილისი კოლექტივის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისი კოლექტივის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

ტერმინთა განმარტება

დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  • თბილისი კოლექტივი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „თბილისი კოლექტივი“, ს/კ 405507731, რეგისტრირებული: საქართველო, ქ. თბილისის ვაკის რაიონი, ქუჩა ს. ჩიქოვანი, N 22.
  • პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
  • მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
  • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
  • მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელ. ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.

თანხმობა

თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, თბილისი კოლექტივს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშავოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია თბილისი კოლექტივის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები 

თბილისი კოლექტივი  მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

  • არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა თბილისი კოლექტივის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

  • თბილისი კოლექტივის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • თბილისი კოლექტივის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
  • მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
  • თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
  • თბილისი კოლექტივის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
  • ვებ-გვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
  • მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
  • თბილისი კოლექტივის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
  • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
  • კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • თბილისი კოლექტივისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

მომხმარებლის უფლებამოსილება

მომხმარებელს უფლება აქვს თბილისი კოლექტივს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება თბილისი კოლექტივის მიერ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში თბილისი კოლექტივი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ თბილისი კოლექტივისთვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

მომხმარებლის ვალდებულება

მომხმარებელი ვალდებულია თბილისი კოლექტივს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

ვებ-გვერდის გამოყენების პირობები

მომხმარებლის მიერ თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდის გამოყენებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას თბილისი კოლექტივის მიერ მისი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია თბილისი კოლექტივს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

არასრულწლოვანი პირი

თბილისი კოლექტივი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, თბილისი კოლექტივი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებ-გვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით თბილისი კოლექტივს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ: სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად თბილისი კოლექტივი იტოვებს უფლებას, ხსენებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გაუწევენ თბილისი კოლექტივს სარეკლამო მომსახურებას.

თბილისი კოლექტივი უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერ მესამე პირს.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა თბილისი კოლექტივს მოთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს თბილისი კოლექტივს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება.

მონაცემების მიღება

 თბილისი კოლექტივი ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

  • მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას;
  • მომხმარებელთან სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომუნიკაციისას;
  • მომხმარებლის მიერ თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდის ჩატის გამოყენებისას.

რა სახის მონაცემები მუშავდება

ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  •  მობილურის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მისამართი;
  • სახელი და გვარი;
  • ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის საჭირო ფასვორდი.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება.

პროდუქციის შერჩევის შემდეგ, მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. თბილისი კოლექტივს არ აქვს წვდომა.

მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. თბილისი კოლექტივი იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

თბილისი კოლექტივი პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე. მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას თბილისი კოლექტივი ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება

თბილისი კოლექტივისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. თბილისი კოლექტივი გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისი კოლექტივი იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

თბილისი კოლექტივი მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას თბილისი კოლექტივის სერვერებზე.

მესამე მხარე

თბილისი კოლექტივი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებ-გვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს თბილისი კოლექტივის ვებ-გვერდზე. სხვა ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, თბილისი კოლექტივი მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებ-გვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები და დამატებები

შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის თბილისი კოლექტივის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდეგ, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

თბილისი კოლექტივთან დაკავშირება

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით tbilisi.collective@gmail.com