გიგი შუკაკიძე

გიგი არქიტექტორია და ამ მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული.

2013 წლიდან არქიტექტურული კომპანია Wunderwerk-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. სტუდია მუშაობს არქიტექტურის და ურბანიზმის პრაქტიკული და თეორიული მიმართულებით. 

2017 წელს პარტნიორებთან ერთად დააარსა თბილისის არქიტექტურის ბიენალე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალებს კონკრეტულ თემებზე დისკურსისთვის.

2016 წლიდან არის ევროკავშირის Mies Award – Mies van der Rohe Foundation-ის დამოუკიდებელი ექსპერტი ჟიური.

2021 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში (VA[A]DS).