კიწი მღებრიშვილი

კიწიმ კინომცოდნეობა დაამთავრა. მთავარი რამ რაც კინოსთან აკავშირებს კამერის სიყვარულია.

“ბიოგრაფიის დავალება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის…

როცა ვინმეს ვეცნობი, პირველს რასაც ვამბობ და ვითხოვ, არის ის რომ კიწი დამიძახონ და არავითარ შემთხვევაში ჩემი ოფიციალური სახელი – ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ვინც ამ თხოვნას არ ითვალისწინებენ, ჩემი მეგობრები არ ხდებიან ხოლმე. სკოლა როცა დავამთავრე, ჩავაბარე ფილოსოფიაზე, საიდანაც ჯერ კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტზე გადავედი, მერე სამსახიობოზე და ბოლოს კინომცოდენობაზე, რომელიც როგორც იქნა დავამთავრე, თუმცა ისიც “ზრდილობისთვის”. ერთადერთი რაც კინოსთან მაკავშირებს, კამერის სიყვარულია. როგორც აღმოჩნდა, ამდენი აქეთ-იქით იმიტომ ვირბინე, რომ ისევ მოსაწყენ საოფისე სამსახურში მემუშავა, სადაც ამჟამადაც “ვმოღვაწეობ”.  ხშირად ვარ დაცინვის საგანი ხალხისთვის, რადგან სამ ( რთულ დღეებში ოთხ) უმძიმეს კამერას დავათრევ ყველგან. ჩემი მეგობარი ჯაჭვებში გახვეულ ამირანსაც მეძახის. “ჯაჭვებმა” დაამძიმეს ჩემი სქოლიოზის დიაგნოზი, მაგრამ ფოტოების შეკოწიწებით ჩემი ცხოვრება  რაღაც უფრო მეტად მეჩვენება ვიდრე უბრალოდ მოსაწყენი საოფისე სამსახური და ბაკალავრის დიპლომი ჩემთვის უინტერესო სფეროში.”