ანიტა ჩუბინიშვილი

ანიტა 28 წლის არის და კინომცოდნეობა, რეჟისურა დაამთავრა. ფოტოგრაფიაზე არასდროს უვლია, მაგრამ ბავშვობიდან თითქოს თან მოყვებოდა.

 

“დავიბადე 23 სექტემბერს, თბილისში. მამაჩემის და ჩემი საყვარელი გასართობი იყო ფოტოების გადაღება. მეგობრებისთვისაც ეგ მეგობარი ვიყავი სულ ვინც კარგ ფოტოს გადაიღებდა და ესე ნელ-ნელა მივხვდი, რომ უფრო სერიოზულად უნდა მივუდგე ამ საქმეს. მიმუშავია ბევრ საინტერესო გადაღებაზე. მე თვითონაც მქონდა პერიოდი როცა მე მიღებდნენ და მიყვარს კამერასთან მუშაობა. ზუსტად რამდენიმე დღის წინ წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეგობარმა ახალი პროექტი, რომლის შესახებაც მალე გიამბობთ. მოკლედ რომ მოგიყვეთ, შეიქმნება სივრცე, სადაც ბევრ ფოტო/ვიდეო პროექტს გადავიღებთ – ეს 2 წელი ყველასთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩემთვის რატომღაც ყველაზე პროდუქტიული – გავიცანი საკუთარი თავი და ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს ზუსტად ფოტოგრაფიის მიმართ.”