ელენე ფოტოგრაფიით 2013 წლიდან არის დაინტერესებული, მას მერე რაც თავისი პირველი აპარატი ზენიტი Zenit 122 შეიძინია მშრალ ხიდზე.
“2020 წელს მეგობრებმა ციფრული კამერა მაჩუქეს და მას მერე გადავწყვიტე ფოტოგრაფია/ვიდეოგრაფიისთვის მეტი სერიოზულობით შემეხედა.
ჩემი ნამუშევრები ძირითადად უბრალოდ ჩემთვის საინტერესო კადრებია, რომლებსაც ინტუიტიურად ვიღებ და მნიშვნელობას მოგვიანებით ვუძებნი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იმპულსურად გადაღებულ ფოტოებში ვპოულობ ხოლმე მსგავს სიმბოლიკას თუ ობიექტებს, რაც საბოლოო ჯამში ჩემთვის ერთ დიდ სურათს კრავს, თუმცა ისეთს, რომლის შესახებაც მხოლოდ მე თუ მეცოდინება.
შემთხვევით კადრებს რომ თავი დავანებო, ჩემი ობიექტივის ძირითადი სამიზნე ქალები და მათ გარშემო არსებული თემატიკაა. ქალების ურთიერთობა და ქალად ყოფნა როგორც სოციალური კონსტრუქცია ამოუწურავი საკვლევი მასალაა ჩემთვის, რომლის ვიზუალიზაციაც ყოველთვის სხვადასხვანაირად გამომდის. ასევე მაინტერესებს სიკვდილი როგორც სოციო-კულტურული მოვლენა და მასთან დაკავშირებული რიტუალები, მითოლოგია და მისი გავლენა თანამედროვე სამყაროზე.
მომავალში სხვადასხვა პერსონალურ პროექტზე ვგეგმავ მუშაობას, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის გარეთ.”
-

Elene Duduchava -“Fish”
₾50.00 – ₾300.00 Select options This product has multiple variants. The options may be chosen on the product page