“იმდენი სახელი მაქვს, გინდ ოფიციალური, გინდ ისე, რომ როცა მეკითხებიან რა გქვიაო, ვეუბნები, რავი რაც პირველი მოგივა თავში, ეგა ვარ თქო.”
“ფოტოგრაფიით მაშინ დავინტერესდი, როდესაც 8 წლის წინ, მე-13 დაბადების დღეზე ჩემი მოგროვებული ფულით iPhone 4S ვიყიდე. დღესაც მაქვს ისე ეგ ტელეფონი და რელიქვიად ვინახავ. ხშირად ვუსვამ ხოლმე ხაზს, რომ ჩემი ფოტოების უმეტესობა ამ ძველი ტელეფონითაა გადაღებული, რათა მაგალითი იყოს იმისა, რომ მთავარი ხედვაა. ადრე ვთქვი სადღაც და კიდევ ერთხელ განვმეორდები – ხანდახან მგონია, რომ ჩემი თვალები კამერებია, რომლებიც სადღაც პირდაპირ რეჟიმში გადასცემს გამოსახულებას ათასობით მაყურებლისთვის. ხოდა მინდა რომ ამ ხალხმა ყველაზე ლამაზი და საინტერესო კადრები ნახოს.”
-

Aleksandre (Rati) Shalvashvili – “Gomismta”
₾50.00 – ₾180.00 Select options This product has multiple variants. The options may be chosen on the product page