“მიყვარს ხელოვნება. დავამთავრე სამხატვრო აკადემია, სადაც ვისწავლე კოსტუმის დიზაინი. შემდეგ, მაგისტრატურა გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლაში გავიარე – სეტის დიზაინი, თეატრის და კოსტუმის მხავტვრობა. ვხატავ, ვიღებ ფოტოებს და ვიდეოებს, მიყვარს მუსიკა, კინო, მზე, ცხოველები და წყალი. ვმუშაობ კინო და ფოტო გადაღებებზე ან თეატრის მხატვრად.”