“მე ვარ ირაკლი გიორგაძე, 39 წლის, ვცხოვრობ თბილისში. ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი 2006 წლიდან.”
“ფოტოგრაფია დავიწყე 6 წლის წინ. ჩემი ფოტოების ძირითადი ნაწილი არის შავ-თეთრ ფირზე გადაღებული. ვარ მოყვარული ქუჩის ფოტოგრაფი. ერთი წელია მაქვს ჩემი პატარა ლაბორატორია და ჩემი ფოტოების საგამოფენო სივრცე, სადაც ვამჟღავნებ ფირებს, ვასკანერებ და ქაღალდზე ვბეჭდავ. მის: თბილისი ლია ელიავას 7, ვაკის პარკთან ახლოს. მქონდა 2 პერსონალური გამოფენა, 2020 და 2021 წლებში. ასევე, ჩემი რამდენიმე ფოტო გამოფენილი იყო კიევის, როვნოს და კვიპროსის გამოფენებზე საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მიერ.”