ქეთევანი ამჟამად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს – Art Direction, Production და Content Management.
“საბოლოოდ ჩემი ნებისმიერი საქმიანობა მაინც იმიჯებამდე მიდის. ფოტოგრაფიით ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი. ჩემი პირველი კამერა, Kodak KB10, 7 წლის რომ ვიყავი მაშინ მოვიგე და მას შემდეგ მასთან ერთად უამრავ ადგილას მიმოგზაურია. ამ კამერას დღემდე თან ვატარებ, ყოველდღიური კადრებისთვის იდეალურია. გადაღება ფირით დავიწყე და დღემდე ფირი ჩემთვის ყველაზე საყვარელი მედიუმია. ალბათ, ახლა უფრო იმპულსურად ვიღებ, ინტუიციურად. კონტექსტები კი მერე ჩნდება და ზედაპირზე თავისით ამოდის.”