ანა ხოფერია არის მაგისტრატურის სტუდენტი მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA).
“ფოტოგრაფიით პირველად დავინტერესდი 2015 წელს და უბრალოდ მოყვარულის დონეზე ჯერ ტელეფონით დავიწყე სურათების გადაღება, თან სხვადასხვა პროგრამებს ვტესტავდი დასამუშავებლად, რაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის. დავიწყე ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების შესწავლა, ნელ-ნელა აღმოვაჩინე ძალიან ბევრი არც თუ ისე ცნობილი ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფი, რომლებსაც ძალიან კარგი შემოქმედება აქვთ, განსხვავებული იდეებითა და კრეატივით. ვთვლი, რომ სხვისი ნამუშევრების დათვალიერება ძალიან დამეხმარა ჩამოვყალიბებულიყავი იმაში, თუ ფოტოგრაფიის რომელი მიმართულება მინდოდა ამერჩია და ასევე დამეხმარა ჩემი ნამუშევრების დახვეწაში. დღეს რომ ვუყურებ ჩემს გადაღებულ ძველ სურათებს ვგრძნობ იმ პროგრესს, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მივაღწიე, რაც ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. მომავალში მინდა, რომ ფოტოგრაფია გახდეს ჩემი პროფესია, ვიმუშაო ფოტო და ვიდეო პროექტებზე. მგონია რომ ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მომანიჭებს.”