ბერიკა ბიოლოგიის დოქტორანტურის სტუნდეტია. ამჟამად ნაშრომზე მუშაობს და პოლონეთში ცხოვრობს.
“დაახლოებით თორმეტი წელია დაინტერესებული ვარ ფოტოგრაფიით. ფოტოგრაფია არის ჩემი ჰობი და უკვე, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სხვადასხვა მედიუმების გამოყენებით (მაგ: ფირი, მობილური ფოტოგრაფია) ვატარებ ექსპერიმენტებს. მუდმივად ძიებაში ვარ და ვაპირებ უახლოეს მომავალში შევიძინო (ოცნების) ციფრული ფოტო კამერა, რაც საშუალებას მომცემს განავახროციელო იდეები და საერიოზული პროექტები.”