ნოდო უკვე ათ წელზე მეტია ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწავლობს. სწავლა ჯერ არქიტექტურით დაიწყო, ხოლო შემდეგ გრაფიკული დიზაინის მიმართულებით გააგრძელა.
“ზოგადად ყველანაირ კრეატიულ სფეროსთან მინდოდა მქონოდა შეხება. ცოტა არარეალურია, მაგრამ ასე თუ ისე, დღემდე მაგ მისიაზე ვარ. ფოტოგრაფიაც სულ მიყვარდა. ცხოვრებაში რაც არ უნდა შეცვლილიყო, რამე ტიპის კამერა ან ტელეფონი სულ თან მქონდა. ჩემთვის ფოტოგრაფია სწრაფი და ეფექტური გზა არის კრეატიულობის დასაკმაყოფილებლად, ისევე როგორც ფანქარი და ფურცელი.”