ნინა ფოტოგრაფია და დაახლოებით 8 წელია რაც ფოტოებს იღებს.
“ფოტოების გადაღება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. გადაღების პროცესს ყოველთვის თერაპიული მიზანიც ჰქონდა ჩემთვის, თუმცა, მას შემდეგ, რაც პროფესიად იქცა, სტრესისგან გაქცევის საშუალება სტრესადაც გარდაიქმნა. დღეს ვცდილობ ეს ბალანსი დავიბრუნო იმით, რომ ფოტოგრაფიასთან ერთად სხვა საქმიანობებს და ინტერესებსაც თანაბრად ვუთმობ დროს.”