ნათია ფოტოგრაფიისა და ონლაინ ბიზნესის მიმართულებით მუშაობს.
“დავიბადე სოფ.წინანდალში. ჩემი საქმიანობის სფერო ონლაინ ბიზნესი და ფოტოგრაფიაა. ფოტოგრაფია ადრეულ ასაკში გახდა ჩემი ინტერესის სფერო. მთავარ ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში არსებული პორტრეტების უნიკალური კოლექცია და მათი თავისებურებანი, რამაც მოგვიანებით გავლენა იქონია ჩემი ნამუშევრების ხასიათზე.
დღესდღეობით ფოტოგრაფია არის ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, რაც მაძლევს საშუალებას აღვბეჭდო მატერიალური სამყაროს მომენტები და გადმოვცე მისი არამატერიალური ხასიათი.”