ნიკა ერგემლიძე

ნიკა მაგნოლია ფილმ ლაბის გუნდის წევრია, სადაც, მისივე თქმით, ის ცდილობს ფირის ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონში.

“არასდროს მიფიქრია ფოტოების გადაღებაზე, მაგრამ ერთხელ, საზღვარგარეთ წასვლისას,  მეგობარმა თავისი ზენიტი მათხოვა. თავიდან გავიფიქრე ეს რა აგურია მეთქი. ფოტოები ვნახე თუ არა, მივხვდი, რომ მინდა ამ პროცესზე რაც შეიძლება მეტი ვიცოდე. დღეს კი ბევრმა ფირის “nerd”-ის სტატუსი მომანიჭა. რა ვქნა, ეგრეა.”